საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილი თავისუფალია

რამდენიმეთვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ხვიჩა მღებრიშვილი გაათავისუფლეს. გათავისუფლების შესახებ ცნობილი გუშინ გახდა, ერგნეთში გამართული რიგით 97-ე შეხვედრის დროს.

საოკუპაციო რეჟიმს ის ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით ჰყავდა დაკავებული.

როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ხვიჩა მღებრიშვილი ოჯახში 8 დღიანი კარანტინის ამოწურვის შემდეგ დაბრუნდება.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია : დაგვიკავშირდნენ კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები და აცხადებენ, რომ მათი აქტივისტების მიმართ ადგილი ჰქონდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს