სანზონაში, ქვიშხეთის ქუჩაზე, 1-ელ საცხოვრებელ კორპუსში კედელი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივების თქმით, შენობა ავარიული იყო. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ კორპუსის ბინადრების გადანაწილება სასტუმროებში მოხდება.
















