ასანჟს მოუწევს ინტერნეტის ფული გადაიხადოს და კატას მოუაროს – ეკვადორის სასამართლომ დაადგინა

ეკვადორის სასამართლომ დაადგინა, რომ ჯულიან ასანჟს მოუწევს ინტერნეტის ფულის გადახდა და საკუთარი კატის მოვლა – “ვიკილიქსის” შემქმნელმა ლონდონში ეკვადორის საელჩოს უჩივლა ახალი შინაგანაწესის გამო, რომელიც მას წაუყენეს. ჯულიან ასანჟის თქმით, ეკვადორის საელჩოს თანამშრომლებმა მისი თავისუფლების ფუნდამენტური უფლება დაარღვიეს და ცდილობენ მისი საელჩოდან გაშვებას, სადაც ის 2012 წლიდან ცხოვრობს.

მოსამართლემ დაადგინა, რომ მოხმარებული ინტერნეტის საფასურის გადახდითა და კატის მოვლით ასანჟის თავშესაფრის უფლება არ დარღვეულა.

ჯულიან ასანჟის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშისირიის საკითხებში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი ჰეირ პედერსენი გახდება
შემდეგი სტატიაგაერო ჟურნალისტის მკვლელობის დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს