სანტა-ფეს მსროლელს ბრალი მკვლელობის მუხლით წაუყენეს

17 წლის დიმიტრიოს პაგურტზისს, რომელმაც გუშინ ტეხასის შტატში, ქალაქ სანტა-ფეს სკოლაში ცეცხლი გახსნა, ოფიციალურად წაუყენეს მკვლელობაში ბრალი. გალვესტონის მხარის შერიფის ოფისში დაადასტურეს, რომ სროლის შედეგად 10 ადამიანი გარდაიცვალა – 9 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი. ეჭვმიტანილი რეგიონალურ ციხეშია გადაყვანილი, ის დაპატიმრებულია გირაოს უფლების გამოყენების გარეშე. შესაძლებელია მას ბრალი დაუმძიმდეს – სამართალდამცველები ავრცელებენ.
დიმიტრიოს პაგურტზისს ახლობლები აღწერენ როგოც მშვიდ და შეუმჩნეველ მოზარდს. ის სკოლის საფეხბურთო გუნდის ფეხბურთელი იყო.
ორგანიზაცია Everytown for Gun Safety Support Fund-ის ინფორმაციით, 2013 წლიდან აშშ-ს სასწავლო დაწესებულებებში ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის 313 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 43 მიმდინარე წელს მოხდა.

banner
წინა სტატიაშიპრინც ჰარის ყოფილი გელფრენდი ქორწილის მემი გახდა
შემდეგი სტატიარიონმა გამორიყა კასრი, რომელშიც დამწვარი მამაკაცის გვამი აღმოჩნდა