სანტა-კლაუსის ფორმით სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღებისთვის 25 წლის კაცი დააკავეს

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ჯ.მ., ყაჩაღობის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ 2016 წლის 31 დეკემბერს, ღამით, სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილი ბრალდებული ბათუმში, სუპერმარკეტში მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში შეიჭრა და სათამაშო იარაღის მუქარით 8 820 ლარი გაიტაცა.

სამართალდამცველებმა ჯ.მ. ბათუმში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს

banner
წინა სტატიაშიის ბავშვები და უფროსი ასაკის მოქალაქეები, რომლებმაც ზოგადი განათლება ვერ მიიღეს, სკოლაში დაბრუნებას შეძლებენ
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიტვის პრემიერს შეხვდა