(video) სანდრა რულოვსი: საქართველო უკან მიდის და ქვეყანაში არ არის კარგი მდგომარეობა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 7, 2016 01:42

(video) სანდრა რულოვსი: საქართველო უკან მიდის და ქვეყანაში არ არის კარგი მდგომარეობა

საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, რომელიც ახლა ოდესაში მეუღლესთან, მიხეილ სააკაშვილთან იმყოფება, ადგილობრივ მედიას ინტერვიუ მისცა.

სანდრა რულოვსის თქმით, ისინი ხშირად ვერ ჩადიან უკრაინაში, რადგანაც უმცროსი ვაჟი თბილისში დადის სკოლაში, მაგრამ როცა ამის საშუალება აქვთ, უკრაინას სტუმრობენ. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას უფრო გულშმატკივრობს -მეუღლის ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნებას თუ მის უკრაინაში აქტიურ მოღვაწეობას, სანდრა რულოვსმა უპასუხა, რომ „საქართველოში მიმდინარე მოვლენები არ მიდის კარგად და ზოგადად ცუდი მდგომარეობაა, რადგანაც ქვეყანა უკან მიდის, თუმცა არც უკრაინაშია უკეთესი მდგომარეობა. აქაც საჭიროა უბრალო ხალხის დაცვა და ვფიქრობ, რომ მას შეუძლია უკრაინაშიც გააკეთოს თავისი საქმე და საქართველოშიც ერთდროულად. ცხადია, რომ ეს რთულია, მაგრამ მე არ ვარ წინააღმდეგი თუკი ეს იქნება უკრაინაში. სააკაშვილი იქ იქნება, სადაც უფრო მნიშვნელოვანია მისი ყოფნა, სადაც შეუძლია რეფორმების გატარება. მას საქართველოში ყავს თავისი პარტია, რომელსაც შეუძლია კურსის გაგრძელება. ყველგან აუცილებელია რეფორმები, განვითარება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა დიდმა მეზობლებმა ნახონ, რომ ჩვენ ვვითარდებით“ – განაცხადა სანდრა რულოვსმა. შეკითხვაზე, თუ როგორ ერთობა უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ოჯახი, მან თქვა, რომ ისინი დადიან ველოსიპედით, ასეირნებენ ძაღლს, სტუმრობენ რესტორნებს და ოპერას.

https://youtu.be/ki0M8LhwhwU

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 7, 2016 01:42

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,315
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics