26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

სანქტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალზე დრონებით მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა

უკრაინული მედიისა და ადგილობრივი წყაროების ინფორმაციით, რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური იერიში მიიტანეს.

„ტელეგრამ“ არხ Astra-ს ცნობით, დრონების სამიზნე სწორედ „პეტერბურგის ნავთობტერმინალი“ იყო, რის შედეგადაც ობიექტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ქალაქის გუბერნატორმა, ალექსანდრე ბეგლოვმა დაადასტურა, რომ სანქტ-პეტერბურგზე მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა და მოსახლეობას უსაფრთხოების მიზნით სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა.

პარალელურად, ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრე დროზდენკოს განცხადებით, დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო რეგიონში ღამით საჰაერო განგაში გამოცხადდა, ხოლო დრონების ნამსხვრევები ვისოცკის პორტის რაიონში ჩამოვარდა.

banner
წინა სტატიაშისასამართლო გიგა ავალიანის მკვლელობის გამოყოფილ საქმეზე შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის შვილისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს
შემდეგი სტატიადრონებით შეტევის შემდეგ სანქტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალსა და პორტებში ხანძარი გაჩნდა