სანქცირებული კომპანიის ნავთობით დატვირთული გემი ბათუმის ნავსადგურს ტოვებს – სამინისტრო

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ბათუმის ნავსადგურში სანქცირებული რუსი კომპანიის ნავთობპროდუქტებით დატვირთული გემის შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დოკუმენტაციის გადამოწმების შემდეგ გემს უარი ეთქვა დაცლასა და შემდგომი საბაჟო პროცედურების გავლაზე. მათივე ცნობით, ამ დროისთვის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ტვირთთან ერთად ტოვებს ბათუმის ნავსადგურს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განმარტებით, არც გემი და არც მისი მფლობელი არ იყვნენ შეყვანილნი საერთაშორისო სანქცირებულთა სიაში, თუმცა დოკუმენტების გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ გემით სანქცირებული კომპანიის ნავთობპროდუქტები გადაჰქონდათ.

“კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოწმებისას დადგინდა, რომ არც გემი და არც მისი მფლობელი არ იყვნენ შეყვანილნი საერთაშორისო სანქცირებულთა სიაში. შესაბამისად, გემს მიეცა უფლება შემოსულიყო საქართველოს ნავსადგურში, რის თაობაზეც გაკეთდა შესაბამისი განმარტება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ.

რაც შეეხება გემზე განთავსებულ საქონელს – კანონმდებლობის სრული დაცვით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა ადგილზე გამოითხოვა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომლის შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ გემზე განთავსებული საქონელი წარმოადგენდა თურქეთში გასაგზავნ ტვირთს, რომელიც ამავდროულად იყო საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტი”. – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდესტრუქციული ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მიერ გაშლილია ტოტალური შეტევა სახელმწიფოს წინააღმდეგ, ამის ბოლო მაგალითია არასანქცირებული ტვირთზე ატეხილი ქოთქოთი – ანჯაფარიძე
შემდეგი სტატიაქვეყანას გადარჩენისთვის ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულება სჭირდება – დეოლიგარქიზაცი არის ქვეყნის გამოსავალი – ბოტკოველი