“სანქცირებული ბრძანდებით და ეს ყოველთვის გახსოვდეთ” – ხმაური განათლების კომიტეტის სხდომაზე

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ განათლების კომიტეტზე, სადა გახარიას გუნდის წევრმა ტატა ხვედელიანმა შს მინისტრის მოადგილეს დაუსვა კითხვა, რატომ არ არიან ამ დრომდე დასჯილი ის პსეცრაზმელები და პოლიციელები, რომლებმაც მომიტინგეებზე იძალადეს.

ამასთან, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალქესანდრე დარახველიძეს შეახსენა, რომ ის დასავლეთის მიერ არის სანქცირებული და ეს არ უნდა დაავიწყდეს.

იყო მშვიდობიანი აქცია, სადაც ადამიანები გამოვიდნენ და აპროტესტებდნენ თქვენი მთავრობის შეცვლილ კურსს ქვეყანასთან დაკავშირებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იყო მშვიდობიანი აქცია, ისინი აპროტესტებდნენ მშვიდობიანა და თქვენმა თანამშრომლებმა, ჩემდა საწმუხაროდ, იძალადეს ამ ადამიანებზე. 500-მდე ადამიანია დაზარალებული ამ პროცესში, რომელზეც თქვენს უწყებას არ დაუწყია არანაირი მოკვლევა, არც გამოძიება, მაშინ, როდესაც ვხედავთ ყოველდღიურად, პირბადეების და ტროტუარზე დგომისთვის როგორ აკავებთ მოქალაქეებს და ამ დროს, თქვენ ბრძანდებით სანქცირებული და ეს გახსოვდეთ ყოველთვის, – თქვა სდომაზე ხვედელიანმა.

ოპოზიციონერის ამ კითხვას დარბაზში ხმაური მოჰყვა. ივანიშვილის გუნდის დეპუტატები დარახველიძის დაცვას შეეცადნენ.

პოლიტიკური განცხადებები რა შუაშია? ხვალ გააკეტეთ რამდენი განცხადებაც გინდათ, – თქვა ეკა სეფაშვილმა.

ხვედელიანის დასმულ შეკითხვას შს მინისტრის მოადგილემ პასუხი ვერ გასცა, თუმცა ამტკიცებდა, რომ აქციები მშვიდობიანი არ ყოფილა, რასაც ცხადყოფს დაზარალებული პოლიციელების რიცხვიც.

ამასთან, დარახველიძე ირწმუნებოდა, რომ მის დასანქცირება უსამართლო გადაწყვეტილება იყო.

ძალიან გამიკვირდა, რომ ამ აქციას მშვიდობიანი დაარქვით, იმიტომ, რომ კარგად ვნახეთ, რაც ხდებოდა და არაერთი თქვენი კოლეგა, 171 პოლიციელია დაშავებული. თუ ეს მშვიდობიანი ქცია იყო და ამ შემთხვევაში, პოლიციამ ძალას გადაამეტა, შესაძლებელია, იყო გარკვეული შემთხვევები, სადაცხებოდა ძალის გადამეტბა, მაგრამ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, ფოიერვერკების წვიმა ცვიოდა ჩვენი კოლეგების თავზე.

რაც შეეხება ჩემი სანქცირების საკითხს, როდესაც ევროპულ ღირებულებებზე ვსაუბრობთ, მივიღე სანქციები ყოვლად დაუსაბუთებლად. ერთი არგუმენტი, ერთი მტკიცებულება ვერავინ წარმოადგინა, კონკრეტულად ჩემი მხრიდან რაში გამოიხატა კანონდარღვევა. ორი ხაზი იო მხოლოდ, რავიცი, ბრიფინგი რატომ ჩაატარეო, დაახლოებით ასეთი არგუმენტი იყო, – თქვა დარახველიძემ.

დებატებშ ჩაერთი მარიამ ლაშხიც, რომელიც ამტკიცებდა, რომ “ქართულ ოცნებას” ლეგიტიმაცია ქართველი ხალხისგან აქვს და მთავარია, რომ ისინი სწორედ ქართულმა საზოგდოებამ არ დაასანქციროს.

სანქციები, მთავარია, რომ ჩვენი მოსახლეობისგან, ჩვენი ხალხისგან არ მივიღოთ და სანქციები სწორედ დაუწესეს იმ ურეიტინგო პარტიებს, რომლებსაც ვხედავთ, დღეს რა რეიტინგი აქვთ და მთავარია, რომ ჩვენ ხალხისგან გვაქვს ლეგიტიმაცია იმ სწორი პოლიტიკის მიმართულებით, რასაც ჩვენ ვახორციელებდით ჩვენი ქვეყნის დასაცავად, – თქვა მარიამ ლაშხმა.

banner
წინა სტატიაში500 Global in Eurasia-ს მონაწილე ქართულმა სტარტაპმა Helio AI-მ $1- მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა
შემდეგი სტატიარა კითხვებს სვამენ მეწარმეები  ბიზნესის დაწყებამდე