სანქციებმა შესაძლოა საახალწლოდ რუსები შამპანურის გარეშე დატოვოს – Bloomberg

სანქციების გამო, რუსეთი შესაძლოა, ახალ წელს შამპანურის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ცქრიალა ღვინის მწარმოებელი კომპანიის, Abrau-Durso-ს პრეზიდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

პაველ ტიტოვის თქმით, რუსულ მარაგზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, ის სწრაფად მცირდება.

​”ეს განაპირობა მაღაზიების თაროებზე უცხოური ღვინოების ნაკლებობამ და მათი საფასურის გაზრდამ. თუ მოთხოვნა ამ დონეზე შენარჩუნდება, ეს გამოიწვევს საახალწლო სეზონზე ღვინის დეფიციტს”, – თქვა მან.

გამოცემა Bloomberg წერს, რომ რუსეთზე დაწესებული სანქციები პირდაპირ გავლენას არ ახდენს საკვებზე, თუმცა არაერთმა უცხოურმა საცალო მოვაჭრემ და გადამზიდმა კომპანიამ დატოვა ქვეყანა რეპუტაციული ზიანის რისკისა და სანქციების პირობებში გართულებული მუშაობის გამო.

ომის დაწყებისთანავე, რუბლის დაცემასთან ერთად, ღვინის იმპორტი გაძვირდა და გართულდა. მაშინ როცა, რუსეთი შესაძლოა იყოს თვითკმარი ნედლეულის კუთხით, როგორიცაა მარცვლეული და შაქარი, ის დიდად არის დამოკიდებული საქონლის იმპორტზე.

banner
წინა სტატიაშითქვენ ბევრი გააკეთეთ კანონის უზენაესობის განმტკიცების კუთხით, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროა რეფორმების გატარება – ლაიენი ზელენსკის
შემდეგი სტატიაზელენსკის არ სჯეროდა აშშ-ის დაზვერვის, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებდა – ბაიდენი