სანქციების დაწესების შემთხვევაში, წაგებულ პოზიციაში თავად ევროკავშირის ქვეყნები აღმოჩნდებიან – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ევროკავშირისგან მოსალოდნელ ენერგეტიკულ სანქციებზე ისაუბრა. თქვა, რომ დასავლეთის ქვეყნების მცდელობა, გამოდევნონ რუსი მიმწოდებლები და ჩაანაცვლონ მათი ენერგორესურსები ალტერნატიული მარაგებით, აუცილებლად იმოქმედებს მთელ მსოფლიო ეკონომიკაზე.

პუტინის თქმით, სანქციების დაწესების შემთხვევაში, წაგებულ პოზიციაში თავად ევროკავშირის ქვეყნები აღმოჩნდებიან.

“იცით რა არის გასაკვირი? – თავად ე.წ. პარტნიორები არამეგობრული ქვეყნებიდან აღიარებენ, რომ რუსული ენერგორესურსების გარეშე არ შეუძლიათ. მათ შორის და ბუნებრივი აირის გარეშე, მაგალითად. მისი რეალური შემცვლელი ევროპას ახლა უბრალოდ არ აქვს. მიწოდება სხვა ქვეყნებიდან, უპირველეს ყოვლისა ამერიკიდან, მომხმარებელს ბევრად ძვირი დაუჯდება. ეს გავლენას მოახდენს ხალხის ცხოვრების დონესა და ევროპის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობაზე”, – ამბობს პუტინი.

პარალელურად, პუტინმა რუსეთის ენერგეტიკული ექსპორტის აზიაში დივერსიფიკაცია დააანონსა. მან თქვა, რომ რუსეთი თავისი ექსპორტის მიმართულებას „ეტაპობრივად“ გადაიტანს „სწრაფად მზარდი სამხრეთისა და აღმოსავლეთის ბაზრებზე“.

banner
წინა სტატიაშიპესკოვი – პუტინს ზელენსკისთან შეხვედრაზე პრინციპული უარი არასდროს უთქვამს
შემდეგი სტატიაუკრაინაში ვიზიტი დამატებით შესაძლებლობებს გააჩენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების და გაღრმავების ნაწილში – დარჩიაშვილი