სანქციები მწიფდება – ფინანსურის გარდა საუბარია გადაადგილების შეზღუდვაზე ივანიშვილის, ღარიბაშვილისა და გომელაურის ოჯახებისთვისაც

სანქციები მწიფდება – ნიკა გვარამიას ინფორმაციით, საკითხი უკვე გადაცემულია აშშ-ს ფინანსთა სამინისტროსთვის, საუბარია გადაადგილების შეზღუდვაზეც ივანიშვილის, ღარიბაშვილისა და გომელაურისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის. განცხადება ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა “მთავარი აქცენტების” საგანგებო ეთერში გააკეთა.

როგორც ნიკა გვარამია ამბობს, დასავლეთი ითხოვს ნიკა მელიას, გიორგი რურუას გათავისუფლებას, ასევე ყველა პოლიტიკურად მოტივირებული საქმის შეწყვეტას და რაც მთავარია – ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნიკა გვარამიას თქმით- იქნება სანქციები.

როგორც მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა თავის მონოლოგში აღნიშნა, ივანიშვილისა და მისი უახლოესი გარემოცვისთვის სანქციების დაწესების შესახებ დღეს ერთერთ კონფერენციაზეც განიხილეს, რომელსაც ამერიკელი პოლიტიკოსები და გავლენიანი პირები ესწრებოდნენ და კონგრესის ორივე პალატა უკვე მზადაა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, თუ მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს “ოცნების” ხელისუფლება.

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ღარიბაშვილის მთავრობის კაბინეტს დატოვებს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მას “ოცნების” ახალი სახე, გიორგი ხელაშვილი ჩაანაცვლებს.

banner
წინა სტატიაშითეონა ჭალიძე სოცილაურად დაუცველებს მიმართავს
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: 2022 წლის თებერვალში “ქართული ოცნება” ვადამდელ არჩევნებს გეგმავს