სანქციები ივანიშვილის გარემოცვას – ოპოზიცია დასავლეთში ხუთკაციან შავ სიას აგზავნის

ბიძინა ივანიშვილთან ერთად სანქციები მის გარემოცვასაც უნდა დაუწესდეს, – ოპოზიცია დასავლეთში შავ სიასა და მტკიცებულებებს აგზავნის. ხუთკაციან სიაში უჩა მამაცაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, ირაკლი რუხაძე, ოთარ ფარცხალაძე და დავით ხიდაშელი არიან შეყვანილი. სწორედ ივანიშვილის გარემოცვის ეს წევრები ფლობენ დასავლეთში დიდ ქონებას და სანქციები მათთვის დიდი დარტყმა იქნება.

ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, ივანიშვილს სახელმწიფო სწორედ ამ ხუთკაციანი გარემოცვის მეშვეობით აქვს მიტაცებული.

ჩვენი ამოცანა დღეს არის, დავანგრიოთ ის ოლიგარქიული პირამიდა, ოლიგარქიული ქსელი, რომელზეც დგას ეს ოლიგარქიული მმართველობა. საქართველო არ არის ბიძინა ივანიშვილი და გამოსავალი იმისთვის, რომ აი, ამ ცივილიზაციურ გამყოფ ხაზზე საქართველო არ აღმოჩნდეს დესტრუქციულ ძალებთან და აღმოჩნდეს ცივილიზებული სამყაროს გვერდზე, აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად მისი და მისი საყრდენების სანქცირება, – ამბობს „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია.

წყარო: ტვ პირველი

banner
წინა სტატიაშითინათინ ნიბლოშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“: „ყველა კარზე აკაკუნებთ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე თქვენი ქვეყანა როგორმე ლაფში ამოსვაროთ“
შემდეგი სტატიაგურამ ოქროპირიძე: ქართველმა ხალხმა დიდი ხანია ევროპული არჩევანი გააკეთა