7.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

სანქციებამდე რამდენიმე დღით ადრე ვიქტორ ჯაფარიძემ Postv-ის წილი მართვაში სხვა პირს გადასცა

სანქცირებამდე 25 დღით ადრე, ვიქტორ ჯაფარიძემ Postv-ის წილი მართვაში სხვა პირს გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bm.ge ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სანქცირებული პოსტივის  მფლობელები არიან: თემურ ჭარელაშვილი – 24%; შალვა რამიშვილი – 24%; დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე – 52%.

ჯაფარიძემ ტელეკომპანიის წილი 2022 წლის ოქტომბერში 520 000 ლარად შეისყიდა. ის 2026 წლის 30 იანვრამდე მფლობელთან ერთად წილის მმართველიც იყო. 24 დღის წინ კი ამონაწერი განახლდა და კომპანიის წილის მმართველად ზაზა მარიდაშვილია მითითებული.

6 თებერვალს, სანქცირებამდე 18 დღით ადრე კი ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ „იმედი“ 1000 ლარად გაყიდა.

ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს – „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა.

banner
წინა სტატიაშიტატა ხვედელიანი: ტელეკომპანიებზე დაწესებული სანქციები არის მკაფიო პასუხი პროპაგანდასა და დეზინფორმაციას
შემდეგი სტატიაესტონეთის ელჩი ილიაუნიზე გაკეთებული განცხადების გამო საგარეო სამინისტროში დაიბარეს