სანკტ-პეტერბურგში საპროტესტო აქცია “მოქალაქედ ყოფნის უფლებებისთვის” 229 მონაწილე დააკავეს – აქცია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსანდრ ნავალნის მომხრეებმა გამართეს – “დოიჩე ველე” წერს. როგორც გამოცემის ჟურნალისტი იტყობინება, აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ – “ის მეფე არ არის”, “ძირს მეფე”. ზოგიერთმა პროტესტანტმა საავტომობილო გზების გადაკეტვა დაიწყო, პოლიციამ მომიტინგეები გზის სავალ ნაწილზე ძალით გადაიყვანა. როგორც ვრცელდება, დაკავებულებს შორის არიან ჟურნალისტები.
აქცია ადგილობრივი დროით 14.00 საათზე დაიწყო.