5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

სანიტარი, რომელმაც კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილის მკვლელობა სცადა, დააკავეს

სანიტარი, რომელმაც ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილის მკვლელობა სცადა, დააკავეს.

ამ დროისთვის ქალი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი და ბრალის წარდგენის მოლოდინშია.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11.პრიმა 19.109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ახალშობილი წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ბათუმის კლინიკა მედინაში სანიტარმა კვირას გამთენიას საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს დაზიანებები მიაყენა. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, “არავის ეგონა, თუ ის გადარჩებოდა… გაკეთდა უნიკალური ოპერაცია. პროგრესი არის, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმე რჩება”.

banner
წინა სტატიაშიმოწმეების ჩვენებით გიგა ავალიანი თავდასხმის შემდეგ გონს არ მოსულა
შემდეგი სტატია“მოვითხოვთ”- საქართველოს ფსიქოლოგთა პროფესიული კავშირი განათლების სამინისტროს მიმართავს