სანიკიძე სააკაშვილზე – არაფერზე თუ არ ჰქონდა პასუხი საგები, სად მიდიოდა

მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის განაჩენია დამდგარი და რას ნიშნავს, პასუხი არ უნდა აგოს? – თუ არაფერზე პასუხი არ ჰქონდა საგები, სად მიდიოდა? – კითხვებზე პასუხი გაეცა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვიქტორ სანიკიძემ განაცხადა.

„მას საქართველოში დარჩენის სურვილი თუ ჰქონდა, არც უნდა წასულიყო და მოქალაქეობაზე უარი არ უნდა ეთქვა. ახლა რომ ამბობს, ქვეყანას უნდა დავეხმაროო, ეს აზრს მოკლებული განცხადებაა. რატომ არის მისი განცხადება ჩამოსვლაზე დღეს დამაჯერებელი და არ იყო 2017-2020 წელს, მისთვის დღეს რა შეიცვალა? ყველა არჩევნებზე ამბობს, აი, დღეს წყდება ჩვენი ქვეყნის ბედიო. მის განცხადებაში განსხვავებული რა არის? ღრმად ვარ დარწმუნებული, სააკაშვილის განცხადება მორიგი ტყუილი დაპირებაა. დაველოდოთ, ვნახოთ, თუ ჩამოვა“, – განაცხადა ვიქტორ სანიკიძემ.

banner
წინა სტატიაშიბოკერია – ივანიშვილი ჩვენი საზოგადოების ორუელის „ცხოველების ფერმად“ ქცევას ცდილობს
შემდეგი სტატიათიბისის მობაილბანკს სამომხმარებლო სესხის ფუნქციონალი დაემატა