სანიკიძე: სააკაშვილმა მართლა უარი რომ თქვას ქართულ პოლიტიკაზე ბაგრატიონების მაგივრად ივანიშვილები დასხდებიან საქართველოს ტახტზე

“ლიფსიტები ეუბნებიან ვეშაპებს, გაიწიეო” – ასე პასუხობს ენმ-ძალა ერთობაშიას წევრი, გუბაზ სანიკიძე ჟურნალისტის კითხვას, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლამ გააჩინა მოსაზრება, მეორე მისი წონის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ქართული შიდა პოლიტიკიდან გაცლისა და ჩაჩოჩების შესახებ.

“მეტი რაღა უნდა ჩაიჩოჩოს? გასაკვირი ამბავია, რა აღარ გამიგია, როგორი მრუდე ლოგიკა არ მომისმენია, როგორი პროპაგანდა, როგორი სიცრუე გინდა ისტორიაში ან დღევანდელობაში, ასეთი რამე არ გამიგია. ლიფსიტები ეუბნებიან ვეშაპებს, გაიწიეო და ამნაირი რამე ცოტა გაუგებარია. გაქრეს სააკაშვილი?!

სააკაშვილმა მართლა უარი რომ თქვას ქართულ პოლიტიკაზე, თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ, აქ რა იქნება? დინასტიური ცვლილება იქნება, ბაგრატიონების მაგივრად ივანიშვილები დასხდებიან საქართველოს ტახტზე, ვერ ატყობთ რომ ეს აქეთ მიდის? ხელის შემშლელი არ იქნება არავინ. რომ ამბობენ გაიწიოს სააკაშვილიო, სააკაშვილი რომ გაიწევა, ვაკუუმი ხომ შეიქმნება, ბუნებრივია, ვინ შეავსებს ამ ვაკუუმს? ლიფსიტები შეავსებენ ამ ვაკუუმს?”. – თქვა სანიკიძემ პალიტრანიუსის ეთერში.

ვირუსის ბლოკატორები