სანიკიძე: ივანიშვილი არის სარკე, რომელმაც შიგ ჩაგვახედა

სანიკიძე ივანიშვილი სარკეა

“ბიძინა ივანიშვილი არის სარკე, რომელმაც შიგ ჩაგვახედა”, – ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში “ძალა ერთობაშია”-ს წარმომადგენელმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

“შეიკრიბნონ და მიმართონ მოდერატორებს, რომ დაკონკრეტდეს ტექსტი რას ნიშნავს. ამაშიც მოდერატორები უნდა ჩაერთნონ, აბა ჩვენ მოლაპარაკების უნარი არ მოგვცა გამჩენმა. ჩვენ არ გვაქვს მოლაპარაკებების უნარი, არ გვაქვს კომპრომისების უნარი, დოკუმენტების წერის უნარი, ხელს რომ მოვაწერთ იმის უნარი.

მე გეტყვით ერთ რამეს, ბიძინა ივანიშვილი არის სარკე, რომელმაც ჩაგვახედა თავი. გადაავლეთ თვალი. ჩვენი უბედურების მიზეზი არ არის ბიძინა, ის არის ამის შედეგი. აღმოჩნდა ასე, რომ ამ ქვეყანაში ფასული არის მხოლოდ ვერცხლის მოყვარეობა. დანარჩენი ყოფილა უნიჭო არტისტიზმი”, – განაცხადა სანიკიძემ.

banner
წინა სტატიაშიოხანაშვილი: ამნისტიის კანონპროექტი აუცილებლად დაინიცირდება და იქცევა კანონად
შემდეგი სტატიაფრანგების ჯგუფი ექსპერიმენტის ფარგლებში 40 დღე გამოქვაბულში ცხოვრობდა