სანდუ – ვულოცავ ჩვენს მეგობრებს საქართველოში, უკრაინასა და პოლონეთში ევრო 2024-ზე მოხვედრას

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოს საბერძნეთთან გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს.

„ვულოცავ ჩვენს მეგობრებს უკრაინაში, პოლონეთსა და საქართველოში უეფას ევრო 2024-ზე მოხვედრას. თქვენმა თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო. გისურვებთ წარმატებებს და დასამახსოვრებელი მომენტებით სავსე ტურნირს“, – წერს მაია სანდუ „ტვიტერის“ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიხავიერ კოლომინა საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს
შემდეგი სტატია“კიდევ მრავალი გამარჯვება” – პრეზიდენტის მილოცვა ეროვნულ ნაკრებს