სანდუ: მოლდოვამ თავისუფლებასა და დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმა განიცადა

მოლდოვის მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ქვეყანაში არჩევნებისა და რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანამ, როგორც დღეს, ისე ბოლო თვეებში თავისუფლებასა და დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმა განიცადა.

მისი თქმით, დანაშაულებრივი ჯგუფები უცხოურ ძალებთან გაერთიანდნენ, რათა ქვეყანას ტყუილითა და პროპაგანდით შეეტიათ.

“ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ ეს დანაშაულებრივი ჯგუფები 300 000 ხმის ყიდვას აპირებდნენ, რაც უპრეცედენტო მასშტაბის თაღლითობაა. მათი მიზანი, დემოკრატიული პროცესისთვის ძირის გამოთხრა, საზოგადოებაში შიშისა და პანიკის გავრცელებაა. არ შევწყვეტთ დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას”, – აღნიშნა სანდუმ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე მარშზე: ევროკავშირთან და ევროპულ ღირებულებებთან ამ ადამიანებს არანაირი კავშირი არ გააჩნიათ
შემდეგი სტატიაფეთჰულაჰ გიულენი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა