სანდუ: მოლდოვა წარმატებულ ქვეყნად მიიჩნეოდა, თუმცა ოლიგარქიამ ჩაითრია

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მოდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ გაიხსენა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორბის დასაწყისში მოლდოვა წარმატებული ქვეყნის მაგალითი იყო, თუმცა მალევე კორუფციამ და ოლიგარქიულმა სისტემამ ქვეყნის ინსტიტუტები მიყოლებით ჩაიგდო ხელში. სანქციების გარეშე, დაუსჯელმა კორუფციამ მოლდოვას სანდრო პარტნიორის რეპუტაცია დაუკარგა.

“მინდა დავუბრუნდე აღმოსავლეთ პარტნიორობის დასაწყისს და შეგახსენოთ, რომ იმ დროს მოლდოვა მიიჩნეოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებულ ქვეყნად. ქვეყანაშიც და ევროკავშირის ინსტიტუტებში არსებობდა დიდი იმედი, რომ ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, რომელსაც მოლდოვამ ხელი მოაწერა, ქვეყანა განვითარდებოდა, ჩამოყალიბდებოდა ძლიერი დემოკრატიული სისტემა მოქალაქეების საკეთილდღეოდ. თუმცა მალევე წარმატების საპნის ბუშტი გახეთქა საბანკო სისტემაში პრობლემებმა და კორუფციის სხვა შემთხვევებმა. სამწუხაროდ კორუფციამ, ოლიგარქიულმა სისტემამ, ქვეყნის ინსტიტუტები მიყოლებით ჩაიგდო ხელში და მალე მოლდოვის მოქალაქეებმა და ბრიუსელმა გააცნობიერეს, რომ მოლდოვა აღარ იყო წარმატების მაგალითი.

სამწუხაროდ, იმიტომ რომ რეფორმები მხოლოდ ქაღალდზე რჩებოდა, დისკუსია დემოკრატიის შესახებ და ანტიკორუფციული რეფორმები მხოლოდ ანგარიშებში იყო. იმიტომ რომ მოლდოვას აკლდა ფუნდამენტი რომელზეც ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა აშენებულიყო, მოლდოვამ დაკარგა მთავარი შესაძლებლობები, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობა წლების მანძილზე გვთავაზობდა. სულ რამდენიმე წელიწადში, კორუფციული სქემები სანქციების და ყველანაირი დასჯის გარეშე აყვავდა, მოლდოვამ დაკარგა სანდრო პარტნიორის რეპუტაცია.” – მაია სანდუ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: საქართველომ პანდემიას თავი დააღწია განახლებული ძალებით და შემართებით, ყურადღება გაამახვილა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე
შემდეგი სტატია“შალვა პაპუაშვილი ბოკუჩავას ისტერიის განეიტრალება მოახერხა”