20.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

სანდუ: კიევზე რუსული რაკეტებითა და დრონებით განხორციელებული თავდასხმების ფართომასშტაბიანი ტალღა ომის დანაშაულია

კიევზე თავდასხმას ეხმაურება მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ.

„კიევზე რუსული რაკეტებითა და დრონებით განხორციელებული თავდასხმების ფართომასშტაბიანი ტალღა ომის დანაშაულია. მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა ომის დანაშაულია. თავისუფალი მსოფლიოს პასუხი უნდა იყოს უკრაინისადმი მეტი მხარდაჭერა, რუსეთზე მეტი ზეწოლა“, – წერს სანდუ სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევზე რუსების იერიშებს ორი ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 44 კი დაშავდა.

banner
წინა სტატიაში“ეს უაზრო აგრესიული ომი უნდა შეწყდეს. უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე”- ფინეთის პრეზიდენტი
შემდეგი სტატიაცაჰკნა: სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განზრახ დარტყმები ტერორის მიუღებელ აქტებს წარმოადგენს