სანდრო რაქვიაშვილი – არასდროს ვუჭერდით მხარს არც ირაკლი კობახიძის განცხადებას, არც მიხეილ სააკაშვილის მუქარებს ევროპელი მეგობრების მიმართ

ჩვენ არასდროს ვუჭერდით მხარს არც ირაკლი კობახიძის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმებაზე, არც მიხეილ სააკაშვილის მუქარებს და შეურაცხყოფებს ჩვენი ევროპელი მეგობრების მიმართ, ეს უბრალოდ მიუღებელია, – ასე ეხმაურება „გირჩის“ წევრი, სანდრო რაქვიაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

რაქვიაშვილის განცხადებით, ზოგადად, ეს პრობლემა არამარტო სააკაშვილის, არამედ ძირითად დაპირისპირებულ მხარეებსაც აქვს.

„ისინი არც ერთ ეტაპზე არ იჩენენ მზაობას, დაასრულონ ბრძოლა და მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ მიაყენონ შეურაცხყოფა ერთმანეთს. ისინი ძალიან ვიწროდ უყურებენ ამ პრობლემას და ვერ ხედავენ რამხელა რისკების წინაშე ვდგავართ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს უნდა შეაფასოს ამომრჩეველმა. იმედია, რომ მიხეილ სააკაშვილს ექნება შესაძლებლობა, დაბრუნდეს ჩვენს ქვეყანაში და ყველა კონკურენტულ თავისუფალ გარემოში შევაფასებთ ცალკეული პოლიტიკოსის განცხადებებს, ქმედებებს და გადაწყვეტილებებს. ბუნებრივია, ჩვენ ასეთ რაღაცას არასდროს ვემხრობით, არასდროს ვუჭერდით მხარს არც ირაკლი კობახიძის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმებაზე, არც მიხეილ სააკაშვილის მუქარებს და შეურაცხყოფებს ჩვენი ევროპელი მეგობრების მიმართ, ეს უბრალოდ მიუღებელია. მე, როგორც ამომრჩეველი, ამას არასდროს დავუჭერდი მხარს. დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენი ამომრჩეველიც დაინახავს ამ პრობლემას და არც„ ქართული ოცნება“, არც „ნაციონალური მოძრაობა“ მომავალ არჩევნებზე ვერ მიიღებს ხმებს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიფიქრია ჩიხრაძე – ოპოზიცია მონდომებული ვართ, რომ შეთანხება შედგეს
შემდეგი სტატიათბილისის მერია – დამეწყრილი უბნის შესწავლაში გერმანელი სპეციალისტები ჩაერთვებიან