სანდრო გირგვლიანის მამამ პაატა ბურჭულაძეს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა

GURMA-GVIGVLIANIპაატა ბურჭულაძის პოლიტიკური განაცხადის შემდეგ ერთ-ერთი პირველი, ვინც პარტიის ოფისში მივიდა, სანდრო გირგვლიანის მამაა. გურამ გირგვლიანმა პაატა ბურჭულაძეს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა.

სანდრო გირგვლიანის მამამ განაცხადა, რომ მოლოდინის მიუხედავად, ახალმა ხელისუფლებამ მისი შვილის საქმე ვერ გამოიძია, ახლა იმედი აქვს, რომ პაატა ბურჭულაძის გუნდი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვეაში ამ საქმეს გამოიძიებს.

”სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებით ვრცელდებოდა ჭორები, რომ ის წარმოადგენს ”ნაციონალურ მოძრაობის” სატელიტს, რაც ძალიან სასაცილოა. დიდი ხანია ვიცნობ და ვმეგობრობ ოჯახთან ერთად და ის არ წარმოადგენს არავის სატელიტს, აქვს თავისი შეხედულებები. ის არის ნამდვილი მოქალაქე, ნამდვილი თბილისელი. მე მასში ვხედავ პოტენციალს, რომ გააკეთებს ყველაფერს სამართლიანობის აღდგენისთვის. მე მას დავუდგები გვერდში”, – განაცხადა გირგვლიანმა. მისივე თქმით, ის წარმოადგენს იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც იბრძოდა მთელი ეს წლები.

”ჩვენ ვიბრძვოდით, რომ ახალ ხელისუფლებას დაესამარებინა მურუსიძის ვირუსი, რომელიც კი არ დასამარდა, არამედ პირიქით, უფრო კარგი პირობები აქვს შექმნილი”, – აღნიშნა გირგვლიანმა.

პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მოვიდა. მან განცხადება გაავრცელა, რომ იწყებს პოლიტიკურ მოძრაობას სახელმწიფო ხალხისათვის.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი: ივანიშვილის ჩარევის შედეგად – გადაწყდა რომ „გადააგდონ“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილთან გარკვეული კონსულტაციები პარტიის შემდგომი მშენებლობის გზაზე შეიძლება, არსებობდეს