სანდრო ბრეგაძე:სამეგრელოში მხედრიონელებს რომ დანიშნავ გამგებლებად ხარ მოღალატე

bregadze“როდესაც მოძრაობა ეროვნულების წევრებმა ზუგდიდის რაიონში ნაცების დამარცხებაზე პასუხისმგებლობა აიღეს ოცნების ხელმძღვანელობამ უარი თქვა და არჩევნები ყოფილ მხედრიონელებს პორტირებულ ნაცებს ჩააბარეს.სამარცხვინოა როდესაც 4 წლიანი მმართველობის შემდეგ ნაცებთან არჩევნებს აგებ.წინასწარ ვაანონსებ,რომ თუ იგივე ხალხი დარჩა ადგილობრივ და ოცნების პარტიულ ხელმძღვანელობაში,მაშინ ყველა რაიონს ნაცები მოიგებენ”-აცხადებს “თაიმერთან” საუბარში სანდრო ბრეგაძე.

მისივე განცხადებით სამეგრელოში მხედრიონელებს რომ დანიშნავ გამგებლებად და სხვა მაღალ თანამდებობებზე ან დებილი ხარ და ან შეგნებული მოღალატე.ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ათასჯეე გავაფრთხილე ყველა,რომ გუბერნიიდან დაწყებული სოფლის გამგებლებამდე დამთავრებული ყველა აფხაზეთიდან კონტრაბანდის შემოტანით,ჯართის გაყიდვით და თხილის ბიზნესით იყო დაკავებული,ხოლო ხალხი მიტოვებული და მიგდებული ყავდათ.ნაცებით,ნარკომანებით და მხედრიონელებით გავსებულმა სამეგრელოს ოცნებამ არჩევნები რომ წააგო გასაკვირი არაფერია,უარესი იქნება საპარლამენტო არჩევნებისას.არ იცით ბიძიკო რაა პარტიული მუშაობა და არც ეშვებით,სამარცხვინოები ხართ და ერთი რომელმა ურჩიეთ ბატონ ივანიშვილს რომ მხედრიონელებით,პორტირებული ნაცებით და კონტრაბანდისტებით დაგეკომლექტებინათ სამეგრელო???უკვე საბოლოოდ დავრწმუნდი რომ სამეგრელოს მთელი ოცნება და ადგილობრივი ხელისუფლება ნაცების თამაშს თამაშობთ და განმკითხავი არავინაა-აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: დემოკრატიული მმართველობის პირობებში ჩხუბი და ძალადობა მიუღებელია
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: არავის უნდა შერჩეს უდანაშაულო ადამიანის სისხლი, ვინც არ უნდა იყოს ის