სანდრო ბრეგაძე: „ოცნებისთვის“ ოპტიმალური ადგილი მუხათგვერდის სასაფლაოა!“

„შემდეგი შეხვედრის ადგილი მუხათგვერდი. დიახ, „ქართულ ოცნებისთვის“ ოპტიმალური ადგილი მუხათგვერდის სასაფლაოა, რათა ოპონენტების გარეშე ჩაატაროს კონსტიტუციის განხილვა, ხელისუფლების მიზნად ხალხისგან დამალვა და ჩუმ გარემოში,მალულად შეკრება გადაუწყვეტია, ხოლო სასაფლაო ამისთვის ყველაზე კარგი ადგილია,არც არავინ შეეწინააღმდეგებათ და მკვდარ სულ აქტივისტებზეც არ მოუწევთ 20-20 ლარის გადახდა,“ – ამის შესახებ სანდრო ბრეგაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
„თაიმერი“ სანდრო ბრეგაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“შემდეგი შეხვედრის ადგილი მუხათგვერდი.დიახ!!!ქართულ ოცნებისთვის ოპტიმალური ადგილი მუხათგვერდის სასაფლაოა,რათა ოპონენტების გარეშე ჩაატაროს კონსტიტუციის განხილვა, ხელისუფლების მიზნად ხალხისგან დამალვა და ჩუმ გარემოში,მალულად შეკრება გადაუწყვეტია,ხოლო სასაფლაო ამისთვის ყველაზე კარგი ადგილია,არც არავინ შეეწინააღმდეგებათ და მკვდარ სულ აქტივისტებზეც არ მოუწევთ 20-20 ლარის გადახდა.სამწუხაროდ ხელისუფლებამ საერთო-საჯარო განხილვა საიდუმლო-კონსპირაციულ შეხვედრებად აქცია.ფილარმონიაში განცდილი ფიასკოს შემდეგ ხელისუფლება ხალხს გაექცა და კონსტიტუციის საჯარო განხილვა თავის აქტივთან საიდუმლო შეხვედრებად აქცია.ცნება საჯარომ ქართული ოცნების ხელში ტრანსფორმაცია განიცადა და ცნება საჯარო, ცნება კონსპირაციულად იქცა.ბრეჟნევის და გორბაჩოვის ეპოქაში ბევრად სახალხო გახლდათ აქტივთან შეხვედრები,ვიდრე ოცნების ხელისუფლების პირობებში,რომელმაც კონსტიტუციის განხილვა ჩრდილოეთ კორეის პარტიული ელიტის შეხვედრებს დაამსგავსა.ყველაზე საინტერესო ისაა,რომ ხელისუფლებამ საზოგადოებრივ მაუწყებელს კონსტიტუციის განხილვის პირდაპირი რეპორტაჟებიც აუკრძალა.ასევე აკრძალა მის მიერ კონტროლირებად ტელევიზიებში კრიტიკული აზრის გამოჩენა.მოკლედ კონსტიტუციის განხილვა სრულ მარაზმად იქცა და ფილარმონიაში დანოკაუტებული ხელისუფლება საბოლოოდ გაექცა ხალხს.მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში არ არსებობს პრეცედენტი,როდესაც კონსტიტუციის სახალხო განხილვა სრული კონსპირაციის პირობებში მიმდინარეობს.
P.S.რამდენიმე დღის წინ ჩემი მშობლიური უნივერსიტეტის შემთხვევითმა და სამარცხვინო რექტორმა მეცნიერების ჯგუფს უნივერსიტეტის კარები მხოლოდ იმიტომ ჩაუკეტა,რომ მეცნიერები კონსტიტუციის განხილვას დემოკრატიულ გარემოში აპირებდნენ და ხელისუფლებასთან ერთად მე და ჩემი მეგობრები ვყავდით მიწვეული.აი ესაა მეგობრებო საქართველოს ჩრდილოეთ კორეის დამსგავსების პირველი ნიშნები და თუ დროზე არ გავაჩერეთ ეს პროცესი,მალე თბილისს ფხენიანად აქცევენ”-აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

banner
წინა სტატიაში(video) “დემონი” და “ცილისმწამებელი” – მეუფე პეტრეს პასუხი ქარჩავას
შემდეგი სტატიასოსო ოხანაშვილი, იმ ჯგუფის აქტიური მხარდამჭერი იყო, რომელსაც პატრიარქის მკვლელობა ქონდა განზრახული