სანდრო ბრეგაძე: მოღალატე შევარდნაძის ნოსტალგიით ნამდვილად არაფერი გვეშველება!

მოძრაობა “ეროვნულების” ლიდერი სანდრო ბრეგაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

“სააკაშვილს იმიტომ კი არ ვებრძოდი, რომ ზოგიერთივით შევარდნაძე მომწონდა და მისი ეპოქა მენატრებოდა. შევარდნაძეს არ უღალატაო და ესაა დასაფასებელიო! მართლა დეგრადაციის გზაზე დავდექით მგონი. შევარდნაძე გახლდათ საქართველოს უბოროტესი მტერი, ქვეყნის დამაქცევარი, გამყიდველი, აფხაზეთის ჩამბარებელი, ყველა უბედურების სათავე და მის გვერდით რომ იდგები (თანაც ბოლომდე) ეს საამაყო კი არა სამარცხვინოა, რადგან თანამონაწილე ხარ ყველა იმ უბედურებისა, რაც მან დაატეხა ქართველ ერს თავზე. ნუ მექრთამეობაზე, კორუფციაზე, წილებზე არაფერს ვამბობ. გვეშველება რამე? მოღალატე შევარდნაძის ნოსტალგიით ნამდვილად არაფერი გვეშველება!”,- წერს სანდრო ბრეგაძე.

banner
წინა სტატიაშიტაივანზე ტურისტულ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, რასაც 26 ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, ევროკავშირთან ინტეგრაცია, ნატოსთან დაახლოება – “ენმ”-მ საგარეო პრიორიტეტები წარადგინა