სანდრო ბრეგაძე: ჩვენ დავამარცხეთ საბჭოთა კავშირი,სრული გამარჯვებისთვის ახლა დაგვრჩა მართლმადიდებლობის დამარცხება

“ჩვენ დავამარცხეთ საბჭოთა კავშირი,სრული გამარჯვებისთვის ახლა დაგვრჩა მართლმადიდებლობის დამარცხება” – 90-იან წლებში ნათქვამი ეს ფრაზა ყველა ჩვენთაგანს არარეალური გვეჩვენებოდა !!! ხშირად გაიგებდით – ვერავინ მოერევა ჩვენს რწმენას,ეკლესიის ავტორიტეტს ვერაფერს უზამენ და ასე შემდეგ – თუმცა დრომ და მოვლენებმა დაგვანახა,რომ ყოველწლიურად ძლიერდებოდა შეტევა ეკლესიაზე !!! “მე არ ვერევი ეკლესიის საქმეებში,სასულიერო პირია და ვერ განვიკითხავ” – ამ სიტყვებით შემოიფარგლებოდა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ელიტა !!! შტურმი შტურმზე იყო,ხან ბოკერია მიაქსიეს,ხან სოროსი,ხან სააკაშვილი,ხან შევარდნაძის ლეკვები,ხან არასამთავრობოები,ხან მამათმავლები,ხან ვინ და ხან ვინ,თუმცა ეკლესიის ავტორიტეტს ვერაფერი მოუხერხეს !!! ამიტომაც შეცვალეს ტაქტიკა და შიგნით დაიწყეს ბინძური-ავაზაკების ჩანერგვა.

რამდენიმე მაფიოზური კლანი შექმნეს.გააკრიმინალეს და გაამარგინალეს გარემო !!! ის რაც შავრაზმელმა ეგზარხოსებმა ვერ შეძლეს,ის რაც ღმერთთან მებრძოლმა ბოლშევიკებმა ვერ შეძლეს,ის რაც სოროსელ-ლიბერასტმა ათეისტებმა ვერ შეძლეს – აგერ ბატონო იმ სასულიერო პირებმა და საპატრიარქოში ჩანერგილმა აგენტურამ მოახერხა !!! დიახ – სიმართლე უნდა ითქვას – ეკლესიის წინააღმდეგ პირველ რიგში უღირსი ე.წ.სასულიერო პირები იბრძვიან !!! დღეს ყველა დამეთანხმება,ისინიც კი ვინც მიკიჟინებდნენ ნუ ამხელ უკეთურ-ფარისევლებსო !!! სულ მალე დავასახელებ და გამოვააშკარავებ იმ მაფიოზურ კლანებს რომლებიც ძირს უთხრიან ეკლესიას !!! გაჩუმება ღალატის ტოლფასია,გაჩუმებით ვღალატობთ უფალს და ქართველ ერს !!! საყოველთაო მხილება და რუის-ურბნისია აუცილებელი,დავით აღმაშენებლის მსგავსად ქუსლები უნდა დააჭრა ამ ღვთისა და ერის მტრებს !!!-წერს სანდრო ბრეგაძე.

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდია:მიუღებელია, რომ საზოგადოება „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერს შეურაცხყოფას აყენებს
შემდეგი სტატიადავით ქაცარავა სტატისტიკურ მონაცემბს ავრცელებს