სანდრო ბრეგაძე: ბენდუქიძის დაცვის უფროსი ხელმძღვანელობდა სოევრაზმს იმ დღეს ბათუმში,ის დღეს თქვენი გმირია!

“რა უბედურებამ და რა ძაღლურ-მილიციონერულმა სულმა დაიბუდა ამ ქვეყანაში,რომ ყველა ბათუმში გამართული მიტინგის მონაწილეების დაპატიმრებას ითხოვს.საერთოდ არ ვიცი ვინ არიან ის ახალგაზრდები,რომლებიც ხულიგნობდნენ(არც მე მომეწონა ეს),მაგრამ რა უბედურებაა რომ მათ საჯაროდ დასჯას ითხოვთ და ლამისაა ბოძზე გააკრათ.კარგი მათ დააშავეს,რამდენიმე მანქანა დააზიანეს,ზედმეტი მოუვიდათ,მაგრამ ამის გულისთვის 17-18 წლის ბავშვები უნდა დავხვრიტოთ??? დავაპატიმროთ და მომავალი მოვუსპოთ??? ვინ უფრო დამნაშავეა–ის გაუთვიცნობიერებელი ხულიგანი თუ ის მაღალჩინოსნები,რომლებსაც როგორ შეუძვრეთ არ იცით.პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 5 დღეში თითქმის ნახევარი მილიონი დახარჯა რიოში გართობაში,სხვებმა ასეულობით ათასები პრემიები გამოიწერეს,ჩვენი ფული მოიოარეს და იმათზე ხმას არ იღებთ და რამდენიმე უბედური ბავშვის სახალხოდ დასჯას ითხოვთ.საიდან ასეთი მილიციონერული სული,მილიციონერულ-ძაღლური აზროვნება.დარწმუნებული ვარ სააკაშვიკის ჩაშვების ინსტიტუტი მათთვის ყველაზე მისაღები რამ იყო.გადახედეთ ევროპას,ამერიკას და ნახავთ რომ ასეთი არეულობები დაწყებული ფეხბურთის მატჩებიდან დამთავრებული სტუდენტურ მიტინგებამდე ყველგან ხდება,მაგრამ არავის იჭერენ 10-20 წლით და არ უნგრევენ ცხოვრებას.მაინც 1937 წლის ტროიკის შვილები ვართ ეტყობა და ადამიანთა დასჯა-გაუბედურება გვსიამოვნებს.—–P.S.ვისაც ჩემი ეს პოსტი არ მოგეწონებათ აქ კამათს ნუ დამიწყებთ,ადექით და წადით ჩემი მეგობრებიდან,რადგან ასეთი მეგობრები არაფერში მჭირდება!!! სხვათაშორის მამალი ნაცი და ბენდუქიძის დაცვის უფროსი ხელმძღვანელობდა სოევრაზმს იმ დღეს ბათუმში,ის დღეს თქვენი გმირია!!!-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე სანდრო ბრეგაძე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩხვირკია პარტიიდან გარიცხულია
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: შვილთან ადვოკატს არ უშვებენ-ან ნაცემია ან ჩადებას ვერ აპრავებენ!