სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ არ იცის, ვინ ისროლა „ამირანის“ მიმართულებით პიროტექნიკა

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ არ იცის, ვინ ისროლა პიროტექნიკა. მისი თქმით, კინოთეატრ „ამირანთან“ მიმდინარე აქცია მშვიდობიან ფორმატში უნდა წარიმართოს.

კინოთეატრ „ამირანის“ შესასვლელთან დაძაბულის სიტუაციაა. სავარაუდოდ, აქციის მონაწილეებმა, კინოთეატრის შესასვლელის მიმართულებით პიროტექნიკა ისროლეს. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ ასევე „სირცხვილია“.

სამართალდამცავები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ გადავიდნენ გზის სავალი ნაწილიდან და შეინარჩუნონ სიმშვიდე.

აქციის მონაწილეები ერთმანეთს მოუწოდებენ, რომ ძალა არ გამოიყენონ კინოთეატრში შესვლისას.

banner
წინა სტატიაშისაპროტესტო აქციის მონაწილეები კინო “ამირანთა” პიროტექნიკას აფეთქებენ
შემდეგი სტატიასასულიერო პირები კინოთეატრთან პარაკლისს აღავლენენ