სანდრას გადაწყვეტილება მიუღებელია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნისა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ სერგო რატიანის განცხადებით, სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, სამწუხაროა.
„ საზოგოადებამ იცის, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო მეორე ტურებში მონაწილების გადაწყვეტილება. ეს მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილს საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰქონდეს. ჩვენ ვიცოდით, რომ ის დამოიყენებდა ყველა მეთოდს, იქნებოდა დაშინება ძალადობა, მაგრამ ვაცნობიერებთ რომ არმომჩეველი უნდა დავიცვათ. გადაწყვეტილება რომელიც სანდრას უკავშირდება, ვფიქრობ სამწუხაროა და დამაზიანებელი. ზუგდიდი ის რეგიონია, რომელშიც ჩვენ გამარჯვების მაღალი ალბათობა გვაქვს.“
რულოვსის ამ გადაწყვეტილებას ასევე სამწუხაროს უწოდებს გივი თარგამაძე.
„პარტიამ პოლიტსაბჭოზე მიიღო გადაწყვეტილება მეორე ტურში მონაწილეობის თაობაზე. ამიტომ სანდრას გადაწყვეტილება მიუღებელია, სამწუხაროა, ის აზიანებს მეორე ტურების კამპანიას და ბუნებრივია ჩვენ ვიცოდით, რომ ივანიშვილის დაგვიპირისპირებდა დაშინებას, მანიპულაციას. მაგრამ იმას რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი ეს მარნეულის ამომრჩეველმა დააფიქსირა. პარლამენტში შევა თუ არა სანდრა, ეს მისი გადასაწყეტია. „

banner
წინა სტატიაში(video) ნიკა მელია სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას მიტოვებად მიიჩნევს
შემდეგი სტატიატიტანიკის” სარდაფის გასაღები აუქციონზე 104 ათას დოლარად გაყიდეს