სანდრა რულოვსმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

ოპოზიციური გაერთიანების “ძალა ერთობაშია“-ს, ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა, 9 აპრილის მემორიალთან საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„ჩვენ არ დავივიწყებთ იმ გმირებს, ვინც კრემლის სადამსჯელო მანქანამ გამოასალმა სიცოცხლეს რუსთაველზე, ეს იყო ბრძოლა თავისუფლებისთვის, რომელიც საქართველომ მოიპოვა 1989 წლის 9 აპრილიდან 2 წლის შემდეგ, რაშიც განსაკუთრებით დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას. უნდა გვახსოვდეს,  რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება და ეს ბრძოლა ჩვენ მოგვიწევს ყოველდღე. მთავარია ეს ბრძოლა არ შენელდეს“- განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა-ელისაბედ რულოვსმა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილს მორალური უფლება არ აქვს, 9 აპრილს მიუძღვნას ასეთი წერილები
შემდეგი სტატიაზვიად ძიძიგური : ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა სწორედ 9 აპრილს დაღუპული გმირების წყალობით ვართ