სანდრა რულოვსი:სოფელ-სოფელ ვივლი, როგორც ზვიად გამსახურდია, მიიღებთ საქვეყნო პროტესტს

თქვენ კიდევ არ მიცნობთ, სოფელ-სოფელ ვივლი, როგორც ზვიად გამსახურდია, მიიღებთ საქვეყნო პროტესტს, – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა.

სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ პირველსავე ტურში გაიმარჯვა.

„ჩვენ გვაქვს მოგებული პირველი ტური და ჩვენ არ დავუშვებთ მეორე ტურს, რადგან არ გვჭირდება, ჩვენ მოგებული გვაქვს პირნათლად და არ შევეგუებით. რატომ? იმიტომ, რომ არ გვინდა ჩვენი ქვეყანა დავკარგოთ.

თუ ისინი მაინც პირველ ტურში გამარჯვებას გამოაცხადებენ, მაშინ ვისაც უნდა, გამომყვეს მთელ საქართველოში, რადგან ეს არ არის მარტო ზუგდიდის ამბავი, მთელ საქართველოში, სოფელ-სოფელ, როგორც ზვიად გამსახურდია დადიოდა რეფერენდუმის დროს, მეც მზად ვარ, ამ ქვეყნისთვის ეს ნაბიჯი გადავდგა. თქვენ კიდევ არ მიცნობთ და ვინც მიცნობს, იცის, რომ მე არ ვხუმრობ“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

banner
წინა სტატიაშისანდრა რულოვსი: თალაკვაძე იყო ჩემი ასისტენტი
შემდეგი სტატია54.08% ეკუთვნის გეგა შენგელიას – ირაკლი კობახიძე