სანდრა რულოვსის ბრალდებებს ადგილობრივი ხელისუფლება პასუხობს

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის ბრალდებებს პასუხობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა წოწერია.

წოწერია რულოსვთან შეხვედრის შემთხვევაში სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერების შესახებ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და განმარტავს, რომ ყველა დაწყებული პროექტი დათქმულ ვადებში დასრულდება.

„რულოვსი სხვა სოფლებშიც იყო და ჩაატარა შეხვედრები, თუმცა დაწყებული პროექტები არსად შეჩერებულა. ეს ინფორმაცია ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფია“, – აღნიშნა წოწერიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ხელისუფლებას მოსახლეობაზე ზეწოლაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ხალხს ადგილობრივი ხელისუფლეფლება ემუქრება, რომ მასტან შეხვედრაზე მისვლის შემთხვევაში გზას არ დაუგებს.

banner
წინა სტატიაშირატომ გაუწყრნენ მეგრელები ,,ქართულ ოცნებას,,?
შემდეგი სტატიათამარ ჟვანია : გადავწყვიტე არ გავასაჩივრო და აღვასრულო სასამართლოს გადაწყვეტილება