სანდრა რულოვსი: ვცდილობ, პოლიტიკოსობა ვისწავლო, მაგრამ ჯერ ძალიან შორს ვარ

ვცდილობ, პოლიტიკოსობა ვისწავლო, მაგრამ ჯერ ძალიან შორს ვარ მიშას ნიჭისაგან და ხედვისაგან, რადგანაც მან იცის წინასწარ რა უნდა მოხდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ზუგდიდში გამართულ აქციაზე განაცხადა.

„მიშა იძახის, რომ სანდრა ეს მე ვარ, როგორ გითხრათ, ახლა მე მისი ფეხის ზომა ცოტა დიდია, 47-ია და ნამდვილად ვერ დავეტევი. ვცდილობ, პოლიტიკოსობა ვისწავლო, მაგრამ ჯერ ძალიან შორს ვარ მისი ნიჭისაგან და მისი ხედვისაგან, რადგანაც მან იცის წინასწარ, რა უნდა მოხდეს და როგორ უნდა მოხდეს, ყოვლეთვის მართლდება. მან იცის, რომ ჩვენთან ერთად იქნება, რომ გამარჯვება იზეიმოს. რომც დასჭირდეს, ოდესიდან სოსოლაკამდე გვირაბის გათხრა, ის გააკეთებს და ჩვენთან ერთად იქნება“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) სანდრა რულოვსი: მიშას რომ დასჭირდეს, ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბს გათხრის და ჩვენთან ჩამოვა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: გიორგი კვირიკაშვილი გათვლების გარეშე არაფერს გააკეთებს