სანდრა რულოვსი: მე ვაგრძელებ საქველმოქმედო საქმიანობას და მოღვაწეობას ჯანდაცვის მიმართულებით

სანდრა რულოვსი „ფეისბუქით“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს
„ჯერ კიდევ არ არის საბოლოო სიტყვა ნათქვამი იმ აუტანელ საარჩევნო გარემოზე, რომელშიც მიმდინარეობდა წინასაარჩევნო კამპანია, მთლიანად არჩევნები და რამაც განაპირობა ის მცდარი და არარეალური საპარლამენტო შემადგენლობა, რომელიც თავს მოახვიეს საქართველოს მოსახლეობას,“ – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა (ელისაბედ) რუსლოვსი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც რულოვსი აცხადებს, საზოგადოება მხოლოდ ახლა აცნობიერებს, თუ რა უარყოფითი და ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამომრჩევლის ნების დამახინჯებას საქართველოს მომავალი სოციალური, ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური მდგომარეობისათვის.
„ჩემის მხრივ კი, ვაგრძელებ საქველმოქმედო საქმიანობას და მოღვაწეობას ჯანდაცვის მიმართულებით და საქართველოს მოსახლეობას დავუდგები გვერდში ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში, გვფარავდეს ღმერთი!“ – აღნშნავს სანდრა რულოვსი.
აქვე, შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში სანდრა რულოვსი „ნაცმოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი და, ასევე, პარტიული სიის მეორე ნომერი იყო, თუმცა ყოფილმა პირველმა ლედიმ არც მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მიიღო მონაწილეობ და პარლამენტში პარტიული სიით შესვალზეც უარი განაცხადა.
„როგორც უკვე ცნობილია, ნოემბრის თვეში მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ არ ვიყო 2016-2020 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი. ჩემს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის (წინა)საარჩევნო დარღვევები, უკანონობა და მნიშვნელოვანი გაყალბებები რასაც ადგილი ქონდა მთელს საქართველოსა და განსაკუთრებით ზუგდიდში, რამაც საბოლოო ჯამში განაპირობა არალეგიტიმური შედეგი. ჩემი გადაწყვეტილება, ენმ-ის პარტიული სიის მე-2 ნომრად პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის შესახებ, ეფუძნებოდა როგორც ჩემს პირად მოსაზრებებს, ასევე, პარტიაში განვითრებულ მოვლენებს,“ – წერს რულოვსი.

banner
წინა სტატიაში“ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული მთავარი წინაღობა გადალახულია”
შემდეგი სტატიარიკარდ იოზვიაკი – საქართველო ვიზალიბერალიზაციას უფრო ადრე მიიღებს, ვიდრე უკრაინა