სანდრა რულოვსი : სოფლის მოსახლეობა გააფრთხილეს, თუ ჩემთან შეხვედრაზე გამოვლენ, გზას აღარ დააგებენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ხელისუფლებას მოსახლეობაზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
როგორც რულოვსმა სოფელ გრიგოლიშში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ გვიან ღამით სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა სოფლის მცხოვრებლები გააფრთხილეს, რომ თუ სანდრა რულოვსთან შეხვედრაზე მივიდოდნენ, სოფელში დაწყებული გზის მშენებლობა შეჩერდებოდა.
„თქვენ ხედავთ, რომ შეხვედრაზე ცოტა ხალხია მოსული, ეს არა იმიტომ, რომ აქ ცოტა ოჯახი ცხოვრობს, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფო სტრუქტურების წარომადგენლები და მმართველი პარტიის წევრები მოვიდნენ წუხელ ამ სოფელში და უთხრეს მოსახლეობას, რომ თუ შეხვედრაზე მოვიდოდნენ, გზას აღარ დააგებდნენ გრიგოლიშში. ასეთი სულელური მიდგომებით ძალიან დავიღალე უკვე. ხალხიც მგონი მიხვდა, რომ მსგავსი მიდგომებით ვერაფერს მიაღწევენ“, – განაცახადა რულოვსმა.

14285557_1787541054864227_2083519594_o

banner
წინა სტატიაში“ეს არის კანონიერი ჩარჩოდან გასული უკანონობა” – ეკა მიშველაძე გვარამია-ბურჭულაძის ჩანაწერის გავრცელებაზე
შემდეგი სტატიანიკა გვარამია : წადით ამ რეფერენდუმზე და შემოხაზეთ ნებისმიერი 41-ის გარდა