სანდრა რულოვსი სდსს-ს ბიუჯეტიდან მიხეილ სააკაშვილის ოჯახისთვის გაწეულ ხარჯებზე კომენტარს არ აკეთებს

“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი სანდრა რულოვსი კომენტარს არ აკეთებს გავცელებულ ბრალდებაზე, რომლის მიხედვითაც, “ნაციონალურ მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით მისი ავიაბილეთების, საზღვარგარეთ სასტუმროსა და კვების ხარჯები, ასევე ყოფილი პრეზიდენტის შვილების სწავლის თანხები და სხვა ხარჯები ფინანსდებოდა.

სანდრა რულოვსმა განმუხური–ანაკლიის დამაკავშირებელ ხიდზე დღეს ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ ანაკლიაში ბევრი პროექტი შეჩერებულია.

„რამდენიმე სასტუმროს მშენებლობა მოვახერხეთ, ასევე ავაშენეთ აკვაპარკი, ძალიან ბევრი ინვესტორი იყო დაინტერესებლი, რომ ფული ჩაედო ამ რეგიონში. სამწუხაროდ, შეჩერებულია ბევრი პროექტი, ხედავთ რომ ბევრი არის დაუმთავრებელი. მკვდარია აქაურობა სამწუხაროდ”,- განაცხადა კანდიდატმა.

სანდრა რულოვსის თქმით, ასევე არ ჩატარებულა ანაკლიის სანაპიროს ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომ გამოც ზღვას სანაპიროს ტერიტორიას იტაცებს.

„სამწუხაროდ წყალს მიაქვს ბულვარი, იმიტომ რომ ეროზიას აქვს ადგილი. ამაზე უნდა ჩატარებულიყო ნაპირსამაგრი სამუშაოები„ „ჩვენ ასევე გავიგეთ რომ აქ უნდა აშენდეს ახალი სასტუმრო, როგორც მე ვიცი ივანიშვილის იდეაა და ამის უკან უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ხარჯებით ბოტანიკური ბაღი აშენებული“–აღნიშნა სანდრა რულოვსმა.

ბრიფინგის შემდეგ, დასმულ კითხვას, რომელიც ზემოაღნიშნულ ბრალდებას ეხებოდა, რულოვსმა ასე უპასუხა – “ეს მე არ მეხება”.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: განსაკუთრებით რთული მდგომაროება არსად გავქვს
შემდეგი სტატია“ყველაფერში ზომიერებაა საჭირო და ამ ზღვარს ნუ გადააბიჯებენ” – დავით სერგეენკო გიგა ბოკერიას პასუხობს