სანდრა რულოვსი: „ოთხი წელი, მიშა ქვეყანაში არაა და „ოცნებას“ ხელს არავინ უშლიდა, რომ საქმე ეკეთებინა!“

cale1„სამეგრელოსი ძალიან დიდი მხადაჭერა გვაქვს და, საერთოდ, მეგრელები ძალიან გულანთებულები არიან,“ – განუცხადა „თაიმერს“ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარმა კანდიდატმა, საქართველოს ყოფლმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ წალენჯიხას სიმბოლური დატვირთვა აქვს.
„აქედან ბევრი კარგი საქმე დაწყებულა და ეს ხალხის თვალებშიც ჩანს. ახლა მთავარია, საქართველომ ისე გაიმარჯვოს და ის კურსი, იდეები და გეგემები გაგრძელდეს, რაც 2012 წლამდე არსებობდა და რასაც ამ ხელისუფლებამ თავი ვერ გაართვა,“ – აღნიშნა სანდრა რულოვსმა.
მისივე თქმით, ოთხი წელი „მიშა არაა ქვეყანაში და „ოცნებას“ ხელს არავინ უშლიდა, რომ საქმე ეკეთებინა.
„ამ მთავრობას ყველანაირი შანსი ჰქონდა, რომ საქმე ეკეთებინა, მაგრამ სამწუხაროდ, ვხედავთ გაჭივრებულ ხალხს, მძიმე ეკონომიკას. კორუფციაც დაბრუნდა. ჰოლანდიაში, ჩემს მშობლიურ ქალაქში ბერძნული რესტორანია, სადაც ქართველი მზარეული მუშაობს, ქობულეთიდან არის. სააღდგომოდ იყო ჩამოსული და რომ შევხვდი, მითხრა, ქალბატონო სანდრა, დამიჯერეთ, ეს რა ვნახე, ქობულეთის გამგეობაში კორუფცია დაბრუნდაო. გული ძალიან დამწყდა. თუ მიშას კურსი გაგრძელდებოდა, ქვეყანას აუცილებად ეშველაბა, მაგრამ ასე არ მოხდა,“ – აღნიშნა რულოვსმა.
სანდრა რულოვსის თქმითვე, ყოველივე აქედან გამომდინარე, „მისი პოლიტიკაში ჩართვა მიზანშეწონილია.

banner
წინა სტატიაშილევან ქარდავა: „ოცნებამ“ წარმატებები გააფერკმთალა!“
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსს პატიმრობა შეეფარდა