სანდრა რულოვსი: მიშას ბევრჯერ ვესაუბრე, თვალებში რომ ჩაგხედავ, მინდა ვიცოდე, რაც მოხდა ცუდი, აღარ განმეორდება

მე მიშას ბევრჯერ ვესაუბრე, თვალებში რომ ჩაგხედავ, მინდა ვიცოდე, რაც მოხდა ცუდი, აღარ განმეორდება, – ამის შესახებ ყოფილმა პირელმა ლედიმ სანდრა რულოვსმა კორცხელში, “ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატად წარდგენის დროს განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკაში მოსვილის გადაწყვეტილებაზე ძალიან ბევრი იფიქრა.

„კორცხელში ვიმყოფებით, სადაც ძალდობა შეგვხვდა, ჩვენ დავამარცხეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ სიმშივიდით და სიწყნარით არანაირი დაპირისპირება არ გვინდა, არც ბოღმა, არც შურისძიება. ჩვენ გვინდა ეს გადავლახოთ და ნამდვილად ძალიან ხშირად მიშას ამაზე ვესაუბრებოდი. მე თვალებში შეგხედავ მეთქი და ნამდვილად ვიცოდე, რაც მოხდა ცუდი, აღარ განმეორდეს. დამჯერეთ, მე აქ არ ვიდგებოდი, თუ არ ვიქნებოდი დარწმუნებული, რომ ძალადობის გამეორება აღარ იქნებოდა“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

მისი თქმით, პოლიტიკაში ბრძოლას საქართველოს დროშის პატივისცემისთვის დაღუპულ ქართველებს უძღნის.

„მინდა ჩემი პოლიტიკური ბრძოლა, ბრძოლა მივუძღვნა იმ ადამიანებს, ვინც თავი გაწირა ქვეყნისათვის, საქართველოში, ერაყში, ავღანეთში, უკრაინაში, სადაც დღესაც არის ბრძოლა და ომი. ჩვენ ვიმუშავეთ 10 წელი ყოველთვის ვიყავით მზად ხმალ ალესილი, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს სუვერენიტეტზეა საუბარი. ჩვენ უნდა გვქონდეს ძლიერი ქვეყანა და ჩემს ბრძოლას მივუძღვნი იმ დაღუპულ პირებს, ვინც საქართველოს დროშის პატივისცემისთვის მოკლეს“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე: ყოველი ჩვენთაგანის მიზანია, ვიპოვოთ ის სულიერი ნათელი, რომელი ნათელიც აქვს უფალ იესო ქრისტეს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას ფერისცვალების დღესასწაული მცხეთიდან მიულოცა