სანდრა რულოვსი ხურჩაში ე.წ ადმინისტრაციულ საზღვართან იმყოფება

14489784_1795983827353283_1491466831_oამ წუთებში  სანდრა რულოვსმა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ადგილი გვირგვინით შეამკო, როგორც „თაიმერის“ სამეგრელოს ბიურო იუწყება, „ნაცმოძრაობის“ ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი სანდრა რულოვსი სოფელ ხურჩაში-ე.წ ადმინისტრაციულ საზღვართან იმყოფება.  ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, რულოვსმა ადგილობრვებს „ხურჩაობა“ იმ ადგილიდან მიულოცა, სადაც რამდენიმე თვის წინ, აფხაზმა სეპარატისტებმა გიგა ოთხოზორია მოკლეს. სანდრა რულოვსმა ოთხოზორიას ხსოვნას პატივი მიაგო – სანთლეები აანთო და ტერიტორია გვირგვინით შეამკო.

 

„გიგა პატრიოტი, ვაჟკაცი იყო და ამიტომ მოკლეს. ეს მხოლოდ ხურჩის ტკივილი არაა. არამედ, ხურჩა არის საქართველოს ტკივილი,“ – აღნიშნა ყოფილმა პირველმა ლედიმ და დასძინა, რომ ოთხოზორიას ოჯახში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ 19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე, აფხაზეთის ე.წ ადმინისტრაციულ საზღვართან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში, რუსმა ოკუპანტებმა გალის რაიონის მკვიდრი, 31 წლის გიგა ოთხოზორია მოკლეს.

 

14522458_1795983767353289_1623493421_o14513788_1795983784019954_1458911973_o14536762_1795983790686620_2027690861_o

banner
წინა სტატიაშიპოლონეთი აბორტის სრულად აკრძალვას აპროტესტებს
შემდეგი სტატიაალეპოში საავადმყოფოები ისევ დაიბომბა