სანდრა რულოვსი : ხმა მივეცი ზუგდიდში ცვლილებებს, სადაც კორუფციის ნეპოტიზმის ნაცვლად მთავარია ადამიანებზე ზრუნვა

„ხმა მივეცი ზუგდიდელებში ცვლილებებს, სადაც კორუფციის, ზეწოლის, ნეპოტიზმის ნაცვლად მთავარია ადამიანებზე ზრუნვა, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

როგორც რულოვსმა აღნიშა, მან ხმა ნათელ, ევროპულ მომავალს მისცა.

„ხმა მივეცი ზუგდიდელებში ცვლილებებს, სადაც კორუფციის, ზეწოლის, ნეპოტიზმის ნაცვლად მთავარია ადამიანებზე ზრუნვა. სადაც არის განვითარება, სადაც იქნება დასაქმება დაცულ, თავისუფალ გარემოში. დღეს მთელი ქვეყანა გვიყურებს და არის ამ ცვლილებების მოლოდინში. მეც ვგრძნობ ამ პასუხისმგებლობას და თითოეულმა ზუგდიდელმა უნდა იგრძნოს ეს პასუხისმგებლობა. მის უკან დგას მთელი ქვეყანა. მე ხმა მივეცი ასევე ნათელ, ევროპულ მომავალს“, – განაცხადა რულოვსმა და დასძინა, რომ ის ზუგდიდელი ამომრჩევლების მხარდაჭერაში დარწმუნებულია.

„ამას ვნახავთ ამ საღამოს. იმედი მაქვს, რომ მშვიდობიანად, წყნარად ჩატარდება დღევანდელი არჩევნები. ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს, მთელი ქვეყნის, არა მარტო ზუგდიდის. მთელი ქვეყნის მოლოდინია ზუგდიდის არჩევნების შედეგი. ზუგდიდის არჩევნებს აქვს მთელი ქვეყნის არჩევნების მნიშვნელობა“, – განაცხადა რულოვსმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე : არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მოვუწოდებთ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედონ
შემდეგი სტატია„ეს არის კრიმინალი, ეს უნდა იყოს ციხეში,” – ხმაური კახათის #35 საარჩევნო უბანზე