სანდრა რულოვსი გიორგი შენგელიას 16 მაისს განმუხურის ამფითეატრში ღია დებატებში იწვევს (+ვიდეო)

[fbvideo link=”https://www.facebook.com/nacionalurimodzraoba/videos/441368079971935/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″] ,,მივმართავ ივანიშვილს და მის მიერ დანიშნულ კანდიდატს. თქვენ მიწვევდით საარჩევნო დებატებზე ერთ კონკრეტულ არხზე, მე კი გთავაზობთ ღია დისკუსიას ღია სივრცეში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთან ერთად და ფართო მედიის სპექტრის დასწრებით. “-ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსლმა განაცხადა.

რულოვსი “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს ღია დისკუსიაში იწვევს და აცხადებს,რომ მმართველი გუნდის კანდიდატი ამომრჩეველთან ერთად დებატებს დაპირისპირების მცდელობად მიიჩნევს

,,მე არ ვიცი, რატომ მიიჩნევთ ასეთ დისკუსიას დაპირისპირების მცდელობად, როგორც ნათქვამია თქვენს ცენტრალურ ოფისში დაწერილ განცხადებაში. ეტყობა, ივანიშვილს და თქვენც ეჭვი გეპარებათ იმაში, რომ აქ არის მაღალი ინტელექტის და კულტურის მქონე ევროპული საზოგადოება. აქ გამორჩეულად იციან განსხვავებული აზრის პატივისცემა და ერთმანეთის მოსმენა და მოთმენაც. გელოდებით 16 მაისს 5 საათზე განმუხურის ამპითეატრში. არაფერი არ გვექნება გადასახდელი, რადგან იქაურობას პატრონი არ ჰყავს. და კიდევ ერთი – თქვენ ამბობთ, მშვიდობა მინდა და კეთილდღეობა. ვის არ უნდა? მაგრამ მშვიდობა არ იქმნება ქუჩაში კრიმინალების დაბრუნებით, მოქალაქეებზე ძალადობით და მოსყიდვით, პედაგოგებზე ზეწოლით, რასაც შარშან შეეწირა ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის სიცოცხლე. თქვენი „მშვიდობა“ კი ყოველ ნაბიჯზე გვხვდება. დაცლილი სოფლები, ემიგრაციაში წასულებზე მონატრებული სახეები და უამრავი აბრა – სახლი იყიდება. ასე იშლება ოდა-ბადე. რაც შეეხება კეთილდღეობას, 7 წელიწადია, ამას ელოდება ხალხი თქვენგან, მაგრამ სადაა? ზუგდიდიდან იწყება საქართველოს გამარჯვება. ძალა ერთობაშია.”-აცხადებს სანდრა რულოვსი

https://www.facebook.com/nacionalurimodzraoba/videos/441368079971935/

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ბიძინაშვილი: გახარია ყველა არჩევნებს ჭიქების ტრიალით ატარებს
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე – საუბარი იმაზე, რომ საქართველოს შეიძლება ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს, არის საფუძველს მოკლებული