სანდრა რულოვსი – ჩემი მეუღლე ლამის ემიგრანტების პრეზიდენტია

ვიზრუნებ, რომ ზუგდიდი გახდეს საერთაშორისო რეპუტაციის მქონე და აქედან დაიწყება სამაგალითო გამარჯვება მთელი საქართველოსთვის, – ამის შესახებ ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა განმუხურში, მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

როგორც სანდრა რულოვსმა აღნიშნა, ზუგდიდელებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად გადაწყვეტს რეგიონის პრობლემებს.

„ეს არის ჩვენი ქვეყანა. ჩვენს ოჯახში დაიბადა ამ სანაპიროს განვითარების იდეა. იქ უნდა ყოფილიყო ლაზიკა, დიდი ქალაქი. სიდიდით მეორე ქალაქი საქართველოში. შავი ზღვის მარგალიტი. იქ უნდა ყოფილიყო ანაკლია, ღრმაწყლოვანი პორტი, უნდა ყოფილიყო ბათუმში მაგისტრალი და გზაში საერთაშორისო აეროპორტი. აი, ასეთი იყო ეს იდეა ლაზიკა. მინდა, აფხაზ დებს და ძმებსაც მივმართო, ამას თქვენთვისაც ვაშენებდით. რაც ჩვენ ოჯახში იდეა იხარშება და დაიბადება, ეს აუცილებლად განხორციელდება, აფხაზეთშიც დაინახავენ მომავალს ჩვენთან ერთად. ვიზრუნებ, რომ ზუგდიდი გახდეს საერთაშორისო რეპუტაციის მქონე და აქედან დაიწყება სამაგალითო გამარჯვება მთელი საქართველოსთვის. არ დავუშვებ, რომ პოლიტიკური ნიშნით გაიყოს საზოგადოება, ეს არ ზის ჩემს ბუნებაში. თქვენ იცით, რომ ჩემი მეუღლე ლამის ემიგრანტების პრეზიდენტია. ორმა მილიონმა ადამიანმა დატოვა საქართველო და ახლა დადიან მიშას შეხვედრებზე გულანთებულები, იმედით სავსე, რომ მიშა მათთან ერთად სახლში დაბრუნდეს. მისი ოცნებაა, რომ ზუგდიდი და ლაზიკა აშენდეს, გამოცოცხლდეს, რომ ზუგდიდი გახდეს სამაგალითო რეგიონი და ძრავი მთელი ქვეყნისათვის, ამას აუცილებლად ერთად გავაკეთებთ“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდიდან დაიწყება საქართველოს გამარჯვება, ძალა ერთობაშია! – სანდრა რულოვსი ამომრჩეველს მიმართავს
შემდეგი სტატიაგპირდებით, რომ 19 მაისს დროულად ვერ დაიძინებს ივანიშვილი, ის მთელი ღამე ინერვიულებს