სანდრა რულოვსი: ამომრჩევლზე დაშინების ამ მექანიზმმაც იმუშავა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი სანდრა რულოვსი განცხადებას ავრცელებს:

“მიუხედავად იმისა, რომ უარი ვთქვი მეორე ტურში მონაწილეობის მიღებაზე, მინდა ყურადღება გავამახვილო იმ გარემოებაზე, რომ როგორც გაირკვა, საჯარო მოხელეებს ეუბნებიან, რომ ხვალ, მეორე ტურში, შემოხაზონ 41 ნომერი ოთხკუთხედის ფორმით, რათა ამ გზით გააკონტროლონ მათ მიერ მიცემული ხმები.
22 ოქტობერს, ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში, განმეორებითი არჩევნების დროს, მრავლად დაფიქსირდა ამგვარი ფორმით შემოხაზული ბიულეტინები რაც მეტყველებს იმაზე, რომ ამომრჩეველმა დაიჯერა…
ეტყობა რომ ამ ‘ახალი ექსპერიმენტის’ აპრობირება მოახდინეს ზუგდიდში განმეორებით არჩევნების დროს, 22 ოქტომბერს, რამაც თავისი შედეგო გამოიღო:
თუ 8 ოქტომბერს ვიგებდი 213 ხმით თოლორაიას 148 ხმის წინააღმდეგ, განმეორებით არჩევნების დროს, 22 ოქტომბერს დადგა საპირისპირო შედეგი თოლორაიას სასარგებლოდ: 285 ხმით ჩემს უკვე 156 ხმის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, გაყალბების სხვა მეთოდებთამ და გარემოებებთან ერთად, ამომრჩევლზე დაშინების ამ მექანიზმმაც იმუშავა.
მინდა დავარწმუნო ამომრჩეველი, რომ იდენტიფიკაციის ამგვარი კონტროლი ყოვლად შეუძლებელია და მან თავი უნდა იგრძნოს დაცულად და თავისუფლად და მისთვის სასურველი კანდიდატის არჩევანი გააკეთოს მშვიდ გარემოში”,- აღნიშნულია განცხადებაში.

14914788_1811486652469667_1225763606_n

Despite the fact that I have refused to take part in the second round of the majoritarian seat election, I want to draw your attention to the fact that apparently, public servants have been ‘instructed’ to draw a ‘square’ instead of a ‘circle’ around the number 41 at tomorrow’s run-offs (as a control mechanism). On October 22, in the village Ganmukhuri (Zugdidi region), many of such ‘square 41’ ballots were noticed. It looks like a ‘new experiment’ has first been tested in Zugdidi and is now applied at a large scale to frighten tomorrow’s voters. This ‘test’ paid off: if on October 8 I had won Ganmukhuri with 213 votes (Roelofs) over 148 (Toloraia) -before the chairperson of the Election commission walked out of the poll station- on October 22, Toloraia had 285 and me a mere 156 votes. Together with other rigging techniques and conditions, this deterring method apparently bears fruit., I want to make clear to those who go to the polls tomorrow that identification of a voter via such a control method is by all means impossible and voters should therefore feel themselves free from pressure and menace and make a free and anonymous choice.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ოთხპუნქტიანი გეგმა გულისხმობს უმთავრესი მიზნის მიღწევას, რომ ქვეყანაში შემცირდეს უმუშევრობა
შემდეგი სტატია” ჩვენ გვინდა, მაქსიმალურად შემცირდეს დაძაბულობა რეგიონში და ამ მიმართულებით გვაქვს არჩეული სწორი პოზიცია”