სანდომიანმა ქალბატონმა გააკეთა შეფასებები, რომელიც ჩემი ღრმა რწმენ არის ეროვნული ბანკის და არა პროკურატურის კომპეტენცია – ჯაფარიძე

პროკურატურისგან ახალი არაფერი მომისმენია – ასე ეხმაურება TBC ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე, გენერალურ პროკურატურაში ჩატარებულ საგანგებო ბრიფინგს, სადაც კიდევ ერთხელ ისაუბრეს TBC ბანკის საქმეზე. ბადრი ჯაფარიძე ვარაუდობს, რომ პროკურატურის ეს ნაბიჯი იყო რეაქცია საკომიტეტო მოსმენაზე, რომელიც ჩაიშალა. მისივე თქმით, მსგავსი განცხადებები აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას.

ჯაფარიძე ამბობს, რომ დღეს პროკურატურაში ბრალდება არ გაჟღერებულა, რადგან იქ ჩამოთვლილი იყო ტრანზაქციები.

“სანდომიანმა ქალბატონა გააკეთა შეფასებები წმინდა საბანკო იპერაციების, რომელიც ჩემი რწმენით, არის ეროვნული ბანკის კომპეტენცია,”-აცხადებს ჯაფარიძე.

ჯაფარიძე ამბობს, რომ დასამალი არაფერი აქვს და ამიტომაც აპირებს კიდევ ერთხელ მივიდეს პარლამენტში.

რაც შეეხება საქმეში კიდევ ერთი ფიგურანტის, TBC ბანკის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის პაატა ღაძაძის დასახელებას, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია რატომ იყო მისი გვარი დასახელებული ფულის გათეთრების საქმესთან მიმართებაში.

რაც შეეხება ანაკლიის პორტის მშენებლობას, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ვერავინ და ვერაფერი ვერ შეუშლის ხელს ამ პროექტის განხორციელებას. მისივე თქმით, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ანაკლიის ჯგუფი აგრძელებს თანამშრომლობას მსოფლიოს წამყვან ბანკებთან და განცხადებები თითქოს რომელიმე მათგანმა უარი თქვა პროექტში მონაწილეობაზე არასწორია. TBC ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი მოუწოდებს ყველას, რომ მსგავსი განცხადებებისგან თავი შეიკავონ, რადგან ეს აზიანებს როგორც პროექტს, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების რეპუტაციას.

banner
წინა სტატიაშიაკაკი ზოიძე – „თიბისი ბანკის“ რეპუტაციასა და ანაკლიის პროექტს ჩრდილი არ მიადგება
შემდეგი სტატიაირაკლი ოქრუაშვილი: ენგურჰესი დაცალეს