სანჩესი: პრემიერი ემუქრებოდა ხალხს, ისინი დაბრუნდნენ რუსთაველზე კვირასაც და ორშაბათსაც

ის, რაც მოხდა ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში, მაგალითად, თურქეთში თითქმის ათი-თორმეტი წელი დასჭირდა იგივეს, – ამის შესახებ ესპანელმა ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გავლენიანმა ევროდეპუტატმა გასული კვირის მოვლენებზეც ისაუბრა. მისი თქმით, “მიუხედავად იმისა, რომ პრემიერი ემუქრებოდა ხალხს, ისინი მაინც დაბრუნდნენ რუსთაველზე, რაც იმის ნიშანია, რომ გამძლეობა, მდგრადობა ქართველ საზოგადოებაში ჯერ ისევ ცოცხლობს.“

ეს არის დემოკრატიის სწრაფი უკუსვლის პროცესი. იმის გასააზრებლად თუ რა მასშტაბია, რაც მოხდა ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში, მაგალითად, თურქეთში თითქმის ათი-თორმეტი წელი დასჭირდა იგივეს. პოლიტიკა ასეთია- მედიის თავისუფლების შეზღუდვა, სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვა სხვადასხვა კანონების საშუალებით, მაგრამ კარგი ისაა, რომ ყველა, ვისაც წინა კვირაში შევხვდით, ამბობს, რომ ისინი აგრძელებენ ბრძოლას და არ ტოვებენ ქვეყანას.
კარგი მაგალითი იყო გასული კვირის მოვლენები, ძალადობის სურათის შექმნის შემდეგ, მიუხედავად იმისა რომ პრემიერი ემუქრებოდა ხალხს, ისინი დაბრუნდნენ რუსთაველზე კვირასაც და ორშაბათსაც. ეს კარგი ამბავია – გამძლეობა, მდგრადობა ქართველ საზოგადოებაში ჯერ ისევ ცოცხლობს, – განაცხადა სანჩესმა.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი: თუ დღეს არსებობს რამე, რაც ყველაზე მეტად საფრთხეშია, ეს პრესის თავისუფლებაა
შემდეგი სტატიაელინა ვალტონენი – ვგმობთ ოპოზიციის ლიდერების დაკავებებს, რომელიც არაპროპორციული იურიდიული პროცედურების შედეგად ხდება, გამოხატვის და შეკრების თავისუფლება კითხვის ნიშნის ქვეშაა