სანამ უკანონო ბრძანებას შეასრულებთ, ორჯერ დაფიქრდით -აქციის მონაწილე პოლიციელს

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ვითარება კვლავ დაძაბულია. აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს მიმართავენ, აქცია არ დაარბიონ.

“მშვიდობიან აქციის მონაწილეებს არ დაუპირისპირდეთ, სისხლიან გახარია 2-ად არ გადაიქცეთ. ვიდრე შეასრულებთ უკანონო ბრძანებას, ორჯერ დაფიქრდით. ხელი არ აღმართოთ ამ ახალგაზრდებზე და მშვიდობიან მოქალაქეებზე, თუ მაგრები ხართ დაუპირისპირდით იმ უზურპატორს, ხელისუფლება რომ აქვს მიტაცებული”- მიმართა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პოლიციის თანამშრომელს.

პოლიციის თანამშრომლები კვლავ იმეორებენ, რომ აუცილებელია აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან მისასვლელი გზა გაათავისუფლონ.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი – დასკვნა ერთადერთია, „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ „ახალ ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა არეულობა
შემდეგი სტატიაშსს აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების გაფრთხილების თაობაზე განცხადებას ავრცელებს