„…სანამ სული მიდგას, ვიომებ!“-გენო ადამია


„…სანამ სული მიდგას, ვიომებ!“

8 მარტი, საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას
დაბადების დღეა.

გენო ადამია აფხაზეთში ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე იყო. ხელმძღვანელობდა საკუთარი ძალებით ჩამოყალიბებულ სოხუმის 23-ე
ბრიგადას, რომელიც 5 ათას მოხალისეს აერთიანებდა.

გენო ადამიას სახელს უკავშირდება სოხუმის დასაცავად განხორციელებული თითქმის ყველა მნიშვნელოვანი და წარმატებული სამხედრო ოპერაცია.

გენო ადამია არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული, ქვეყნის სიყვარულით გულანთებული ქართველი გმირი. ის არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაიცვა და გიყვარდეს სამშობლო. ჩვენი ქვეყანა თავის გამორჩეულ შვილებს არასოდეს დაივიწყებს.

დიდება საქართველოს ეროვნულ გმირს!-წერს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია

 

 

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი ილია ჭიღლაძე: მიხიზმის ერესის ნიშნები საქართველოს ეკლესიაში
შემდეგი სტატიააფხაზეთის უმაღლესი საბჭო ქალთა საერთაშორისო დღეს ეხმიანება